შეხვედრას უმასპინძლეს აკადემიის დირექტორის მოადგილემ, ზვიად არძენაძემ, აკადემიის ხელმძღვანელმა, ბექა კილასონიამ, აკადემიის სტუდენტური სერვისების, პროფორიეტაციის და დასაქმების ხელშეწყობის მენეჯერმა მაია ხურცილავამ.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი მიმდინარეობდა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე. ძირითადად ყურადღება გამახვილდა პროფესიული სტუდენტების დასაქმებაზე, ასევე უკვე არსებული კადრების შრომის ბაზარზე მორგებული თანამედროვე უნარებით აღჭურვაზე.
აკადემია არის ადგილი, რომელიც ამზადებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე უნარებით აღჭურვილ, კვალიფიციურ სპეციალისტებს. აკადემიის მიზანია გახდეს სანდო პარტნიორი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.